LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება

114
BeFunky-collage

„ოპოზიციურ არხებს აქვთ მცდელობა შექმნათ მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რამდენიმე დეპუტატის უმრავლესობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.

„უმრავლესობა, როგორც არასდროს, ისეა მოწადინებული, 12 – პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. მე არ მაქვს ინფორმაცია დეპუტატებთან დაკავშირებით, არც მომისმენია, უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც არასდროს, ისე ვართ აქცენტირებული, გაძლიერებული, რომ 12- პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ და კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ“‚ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები