2022 წლიდან საპარტნიორო ფონდი, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებულ საშემოდგომო სესიის საორიენტაციო გეგმაში. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, „სააქციო საზოგადოება – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები უნდა შევიდეს, რაც ,საპარტნიორო ფონდში რეფორმების აუცილებლობით არის განპირობებული.
საპარტნიორო ფონდი „საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაიქმნება და ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – დაანონსებული კანონპროექტი როგორც ჩანს, უკვე მზადაა და მის განხილვას პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს. კანონპროექტით მოხდება საპარტნიორო ფონდის რეფორმირება. შედეგად, 2022 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოს განვითარების ფონდის რეფორმირებული სახით და სრულყოფილად ამოქმედება.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საპარტნიორო ფონდის არსებულ მოდელს და მის საინვესტიციო აქტივობას იწუნებს.