LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო არ აკონკრეტებს რა მიზეზით გაათავისუფლეს მღვდელმონაზონი ანდრია სარია

167
68819281-2336759576583047-3638847544739495936-n

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 12 დეკემბერს გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მიიღო. ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა მამა ანდრიას დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. საკითხზე სინოდალურმა კომისიამ იმსჯელა. როგორც ცნობილია, მღვდელმთავრების საუბარი ორმხრივად ჩაწერილია.

მამა ანდრიას განმარტებით, მის სამომავლო მღვდელმსახურების საკითხს პატრიარქი, ილია მეორე გადაწყვეტს.

„პირველი შეხვედრა გაიმართა ახალდანიშნულ მიტროპოლიტ გრიგოლთან, რომელმაც მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის გათავისუფლებული ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიიდან და ამავე დროს ჩემი საკითხი გადაეცა სინოდალურ კომისიას. მომეცა პირველი გაფრთხილება, ვრჩები სასულიერო პირის სტატუსში და ველოდები ოქმს. როგორც მითხრა სინოდალურმა კომისიამ, შეეკითხებიან მის უწმინდესობას თუ სად განმაჩენს მღვდელმსახურებისთვის”, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

საპატრიარქოში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა რა მიზეზით გათავისუფლდა მამა ანდრია არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, მღვდელმონაზონი ანდრია სარია ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი იყო. მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად წალკელი ეპისკოპოსი, გრიგოლ კაცია დანიშნეს მღვდელმონაზონმა ტაძარი პროტესტის ნიშნად დატოვა.

magti 5g