პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს საპატრიარქო თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მუხრუჭია.
“მაგ ხალხის სათავო ოფისი სანაპიროზეა, შესასვლელში დიდი ქვა დევს და ზედ აწერია “საქართველოს საპატრიარქო” “ევროპა არ გვინდა”, “ერთმორწმუნე გვირჩევნია” – მაქედან მოდის ათწლეულებია მანდ არის ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში რომელიც
მაგ სიბნელეთითვე იკვებება და ძალებს იკრებს რუსული “გრუ-ს” ღია რეზიდენტურა თბილისში თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი დღეს არ უხსენებია არავის და არ მიყვარს ჩრდილში რომ გაი-სუს-ება ხოლმე, ვითომ არაფერ შუაშია – თავშია! მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს “დეოლიგარქიზაცია” და მერე განათდება”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე.