LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრულო პოლიციის 50 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა

109

საპატრულო პოლიციის 500 თანამშრომლიდან დაახლოებით 50-მა შსს-ს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარა, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა.

როგორც შსს-ს აკადემიის რექტორი ივანე პაპიაშვილი აცხადებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება სექტემბრიდან ისევ გაგრძელდება და ის დაახლოებით 1000 პატრულ-ინსპექტორს შეეხება.

„ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ პატრულის გადამზადება და პირველ ეტაპზე დაახლოებით 500 პატრულ-ინსპექტორი იყო გადამზადების კურსებზე. ნაწილმა გაიარა, ნაწილმა ვერ გაიარა და ასეთი ამ ეტაპზე დაახლოებით 50 პოლიციელი იყო. თავისთავად, ისინი, რომელმაც კურსი ვერ გაიარეს, გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვერასდროს იმუშავებენ პოლიციაში. მათ საბაზისო სასწავლო კურსის გავლის შემთხვევაში ნებისმიერ მიმართულებაზე დაბრუნება შეეძლებათ, ეს იქნება საპატრულო პოლიციის საბაზისო კურსი თუ სხვა,“ – განაცხადა ივანე პაპიაშვილმა.

შსს-ს აკადემიის რექტორის ინფორმაციით, კურსი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადიან, ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება. კერძოდ, პატრულ-ინსპექტორებს გამოცდის ჩაბარება უწევთ როგორც ფიზიკურ მომზადებაში, ისე იარაღის სროლაში. ასევე მოწმდება მათ მიერ ადმინისტრაციული ოქმების შევსების ხარისხი.

მისივე განმარტებით, საპატრული პოლიციის თანამშრომლების გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ სხვა მიმართულების კადრების გადამზადება დაიწყება, მათ შორის დაგეგმილია გამომძიებლებისა და მესაზღვრეების გადამზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g