LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო დანაზოგების დიდი ნაწილი კვლავ ნაკლებრისკიან პორტფელში დაბრუნდა

149
pensia

დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წლიდან იმ პირთა აქტივები, რომლებსაც სასურველი საინვესტიციო პორტფელი არ აურჩევიათ, 2028 წლამდე კვლავ კონსერვატიულ, ანუ ნაკლებრისკიან პორტფელში იქნება განთავსებული. თუმცა როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, საპენსიო სქემის მონაწილეებს სასურველი პორტფელის შერჩევის შესაძლებლობა 12 თვეში ერთხელ ექნებათ. ამასთან, მოქალაქეები საკუთარი არჩევანის ელექტრონულადაც დაფიქსირებასაც შეძლებენ.

ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სააგენტო  შემოსავლიანობისა და რისკიანობის მქონე სამ სხვადასხვა პორტფელს მართავს, ესენია: კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი).

2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში სულ 1 476 780 ადამიანია ჩართული. დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 6929 მოქალაქემ უკვე ისარგებლა, პენსიის სახით გაცემული თანხა კი 20 811 344 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს, 2023 წელს საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან საპენსიო აქტივების ჯამური წმინდა ამონაგები 834 მილიონი ლარია.

 

magti 5g