LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სააგენტო: სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია

131
პენსია

ამ მომენტისთვის საპენსიო სქემაში 761,454 დასაქმებულია ჩართული, 200 მილიონი ლარია აკუმულირებული, დანაზოგს უკვე 1 მილიონი ლარის ოდენობით სარგებელი დაერიცხა,  სქემიდან კი მოქალაქეთა მხოლოდ 2% გავიდა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოში აცხადებენ და იმასაც ამბობენ, რომ სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია.

მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ისინი ძირითადად საპენსიო სააგენტოს კონსულტაციისათვის მომართავენ. ადგილზე მოსული დასაქმებულების უმეტესი ნაწილი აზრს იცვლის, სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია. კანონი გვაძლევს უფლებას მსურველები ხელმეორედ გავაწევრიანოთ, იმისათვის, რომ მოქალაქეებს სრულფასოვანი დანაზოგის გაკეთების შანსი მიეცეთ. საპენსიო სქემაში ხელმეორედ გასაწევრიანებლად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დამსაქმებელი ორგანიზაციის ბუღალტერს”, – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g