LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სააგენტოს კომპანიების დაჯარიმების უფლება ენიჭება

132
პენსიის აღება

დასაქმებულების მიერ საპენსიო შენატანების გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს კომპანიების დაჯარიმების უფლება ექნება.

ამჟამად ეს უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს აქვს, პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ კი ამ მიმართულებით პასუხისმგებელი უშუალოდ სააგენტო იქნება.

საკანონმდებლო დონეზე ზუსტდება ისიც, რომ დაჯარიმების შემთხვევაშიც, კომპანია ვალდებულებისგან არ თავისუფლდება და დამსაქმებელმა სრულად უნდა დაფაროს გასულ პერიოდში დასაქმებულის სასარგებლოდ არასრულად გადახდილი საპენსიო შენატანები.

 

წყარო: ბიზნეს ფორმულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g