LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპირველაპრილო სიურპრიზი: რუსეთს არაფერს არ მისცემენ, არც კი განიხილავენ

102

პირველი აპრილიდან რუსეთს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში (და არა მარტო) საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლება ჩამოერთმევა, – ამის შესახებ რუსული პრესა წერს.

მიზეზი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ახალი კოდექსია, რომელმაც 2017 წლის ნოემბერში რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებები არ აღუდგინა, რის გამოც, რუსეთის ნაკრები 2018 წლის ოლიმპიადიდან მოიკვეთა.

დოკუმენტში წერია, რომ 2018 წლის პირველი აპრილიდან იმ დრომდე, სანამ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო დისკვალიფიცირებული იქნება, საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაზე რუსების განაცხადებს არც კი განიხილავენ.

ამასთან, რუსეთს არ ჩამოართმევენ იმ ტურნირებს, რომელთა ჩატარებაზე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, მაგრამ ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, რუსეთს ახალი კონტრაქტის გაფორმების საშუალება არ ექნება.

ამიტომაც, ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთს დარჩება, ასევე „ფორმულა 1“-ის ეტაპი, რომლის ჩატარებაზე 2025 წლამდეა გაფორმებული ხელშეკრულება. მაგრამ, რაც შეეხება შეჯიბრებს, რომლებსაც ყოველწლიურად სჭირდება დადასტურება (მსოფლიოს თასის ეტაპები სათხილამურო სპორტში, ბიატლონში, ფარიკაობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ტურნირები ჩოგბურთში და ა.შ.), მათ რუსეთს წაართმევენ.

ტურნირები, რომლებსაც ის ორგანიზაციები ატარებენ, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსზე (მაგალითად, უეფა, საკალათბურთო ევროლიგა და სხვა), აკრძალვას არ ექვემდებარება.

საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაზე აკრძალვა იმ დრომდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს სანქციებს არ მოუხსნიან, ამას კი რუსეთში 2,5 წელია, ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g