LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქცია ჭიათურაში: 3 700 მაღაროელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა

86
Untitled design (7)

ჭიათურაში, მერიის შენობის წინ, მაღაროში მომუშავე ადამიანები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ სამუშაო პროცესი დილით შეწყვიტეს და ამ დროისთვის ჭიათურაში მოქმედი ყველა მაღარო გაჩერებულია.

შეჩერებულია 13 მაღაროს მუშაობა და გაფიცულია აქ მომუშავე 3 700 ადამიანი.

მაღაროელების ძირითად მოთხოვნები ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი ხელფასები 50%-ით უნდა გაიზარდოს, ასევე უნდა გაუმჯობესდეს ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტი.

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიას 21 დღის წინ წერილობით მიმართეს და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები