LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება: ლევან ბეჟაშვილი

87
ლევან ბეჟაშვილი

14 ოქტომბრის შემდეგ აქციები დიდ ქალაქებშიც გაიმართება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

ბეჟაშვილის განცხადებით, გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა და ამისთვის პერმანენტული პოლიტიკური ზეწოლა ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით გაგრძელდება.

“გუშინდელი აქცია იქნება საფუძველი სხვა პერმანენტული აქციებისა, რომელიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ განვაცხადებთ გეგმას. ყველა დიდ რეგიონალურ ქალაქში გაიმართება შესაბამისი საპროტესტო აქციები და მთელი წინა კამპანია მოცული იქნება საარჩევნო პროგრამებით და გეგმის წარდგენებით. მას ვერ გავექცევით და ამავდროულად ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g