LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქაერონავიგაცია“ ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ავიაკომპანია Iran Air-ი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არ არის

54
Capture

„საქაერონავიგაცია“ ირანული თვითმფრინავის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ავიაკომპანია Iran Air-ი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არ არის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფრენის შესახებ მედია საშუალებების მეშვეობით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

„საქაერონავიგაციის“ განმარტებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას.

„ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს ახორციელებს მსოფლიოს 71 მიმართულებით, მათ შორის ევროპის ქვეყნებში.

ავიაკომპანია არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში, მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე (Flightradar24.comFlightaware.com). ისინი რეალურ დროში ფრენების თვალყურის დევნების და მათზე სრული ისტორიის და მონაცემების მოძიების შესაძლებლობას იძლევა.

რაც შეეხება კონკრეტულ ფრენას, რომლის შესახებაც მედია საშუალებების მეშვეობით ხდება ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, გაცნობებთ, რომ „საქაერონავიგაციაში“ ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს.

ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, “ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g