LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების უსაფრთხოებისთვის საქართველოში ახალი მეტეორადიოლოკატორი იხსნება

83
o

დღეს ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქაერონავიგაციაახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

საქაერონავიგაციასახალი მეტეორადიოლოკატორი შესაძლებლობას მისცემს, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის. მეტეორადიოლოკატორი ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამ EEC (Enterprise Electronics Corporation) დაამონტაჟა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები