LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lufthansa-ს საწვავის ხარჯი კონფლიქტის ფონზე 2 მილიარდ დოლარამდე იზრდება

112
ქირიას NEWS შაბლონი (1)

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად ეზრდება და 2026 წელს დამატებით დაახლოებით 1.7 მილიარდი ევროს (დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის) გადახდა მოუწევს. ამის შესახებ CNBC წერს.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Lufthansa-მ საავიაციო საწვავის დაახლოებით 80% წინასწარ დააზღვია, თუმცა ფასების ზრდა მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხარჯებზე. ავიაგადამზიდავი აღნიშნავს, რომ გაზრდილი ხარჯების დაბალანსებას ხარჯების ოპტიმიზაციითა და ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ზრდით შეეცდება.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 8.7 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია.

Lufthansa-ს ფინანსურმა დირექტორმა, კარსტენ შპორმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გაუმჯობესებული ფინანსური შედეგებისა, ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისი, საწვავის ფასების ზრდასთან და ოპერაციულ შეზღუდვებთან ერთად, სერიოზულ გამოწვევად რჩება როგორც კომპანიისთვის, ისე გლობალური ავიაციის სექტორისთვის.

მისი თქმით, კომპანია მიმდინარე რთულ გარემოსთან გამკლავებას მაინც ახერხებს და ოპერაციული მდგრადობის შენარჩუნებას აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g