LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

264
bc5c1834b47f4a16a26da89ea51b0c06-L

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

"არ ვიცი მეყოფა თუ არა მისთვის რამე სასჯელი, რასაც მიუსჯის კანონი...გული მაქვს გახეთქვაზე"

"ახლა არ შეგრცხვათ იმ ადამიანებს ვინც ამტკიცებდით დოდომ ყველაფერი იცის და გამოძიებას უმალავსო?"

ცნობისთვის, ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალდება სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილისა “გ”ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის) და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედებოდა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g