LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლოში პატიმარმა ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა – რას აცხადებენ კლინიკა „ვივა მედში“

351
ფორტუნა - 2023-04-28T134723.404

საქალაქო სასამართლოში პატიმარმა, საბადრაგო სამსახურის თანდასწრებით, თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა დღეს, 28 აპრილს დილით 11:00 საათზე მოხდა.

„ფორტუნას“ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პატიმარმა თვითდაზიანება თავისივე ფრჩხილებით მიიყენა. კერძოდ, ყელი დაიზიანა.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკა „ვივა მედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში დღეს დილით შემოიყვანეს. დაზიანება ზედაპირული იყო, მძიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. ჭრილობა დამუშავდა და ამ დროისთვის პაციენტი პალატაშია გადაყვანილი“. – განუცხადა „ფორტუნას“ ზურაბ ჩხაიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g