LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის: რომელი ქვეყნის ტურისტებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა

309
FORTUNA.GE (29)

“საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ,  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

“დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოც ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა იმ სპეციალურ მოთხოვნებზეც ისაუბრა, რომლებსაც საქართველო ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უწესებს.

  • მისი თქით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გზით შეეძლებათ.
  • საზღვრის გადმოკვეთამდე მათ ელექტრონული ანკეტის შევსება მოუწევთ, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა.
  • საქართველოში ვიზიტამდე თითოეულმა მგზავრმა ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია უნდა წარმოადგინოს.
  • ანკეტაში, ტურისტის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, მითითებული იქნება სად აპირებს დროის გატარებას მოგზაური საქართველოში ყოფნის დროს.
  • იმ შემთხვევაში, თუ თერმოსკრინინგის დროს მგზავრს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, აეროპორტში PCR ტესტი ჩაუტარდება.
  • ისინი, ვინც 14 დღის განმავლობაში არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
  • ყველა ტურისტზე, საქართველოში ყოფნის პერიოდში, სპეციალურად შექმნილი ქოლ ცენტრის ჯგუფი იზრუნებს.

ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად განაგრძობს.

magti 5g