LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ალბანეთის თამაში 0:1 დასრულდა

395
საქართველო - ალბანეთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. ფრანგმა სპეციალისტმა არამხოლოდ დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილი შეცვალა, არამედ წინა მატჩებთან შედარებით სათამაშო სქემაც გადააწყო.

ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა.

მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ ალბანელებს 4 მცველითა და 2 თავდამსხმელით ვეთამაშეთ, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე შეტევის დუეტში ერთად პირველად ვიხილეთ.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g