2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები და 2020 წლის მოლოდინები – პოლიტიტოლოგები თვლიან, რომ მიმდინარე წელს ერთი სიტყვა შეესაბამება – კრიზისული.
გია ნოდია, პოლიტილოგი: “ერთი სიტყვა, რომელიც 2019 წელს პოლიტიკურად ახასიათებს, არის კრიზისული. ეს კრიზისი რამდენიმე რამეში გამოიხატა. მათ შორის, პოლიტიკური ცხოვრების ცენტრმა პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლა, მთავარი მოთამაშეები იყვნენ საზოგადოებრივი მოძრაობები. კრიზისული იყო “ქართული ოცნებისთვისაც”. მან 30 დეპუტატამდე დაკარგა. გუნდში შეირყა ნდობა საკუთარი ხელმძღვანელობის მიმართ.
ივანიშვილის „ტრიუკები“, თვალების დათხრა და ბრძოლა ხელისუფლებისთვის – 2019 წლის 10 პოლიტიკური მოვლენა
2019 წლის მანძილზე ივანიშვილის მთავარი ამოცანა იყო გუნდის შენარჩუნება. გარდა ამისა, იყო ხშირი გამოხატვა იმედგაცრუების დიპლომატების მხრიდან. ეს ეხებოდა მოსამართლეთა დანიშვნასაც, აქციების დაშლისას გამოყენებულ მეთოდებსაც. განსაკუთრებით გამძაფრდა ეს კრიტიკა, როდესაც ივანიშვილმა მთლიანად საზოგადოება, როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გადაიფიქრა”.
პოლიტოლოგმა ცალკე საკითხად გამოყო ბოლო ერთ თვეში ამერიკელი დიპლომატების მწვავე განცხადებები. “აქამდე ითვლებოდა, რომ საქართველო რეგიონის ნათელი წერტილი იყო. წელს ეს განწყობა არსებითად შეიცვალა. გარდა ამისა, ქართული ოცნებიდან ყველა ის ადამიანი წავიდა, ვინც პროდასავლურ განწყობებს გამოხატავდა და ისინი იყვნენ დასავლეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან”, – ამბობს გია ნოდია.
2020 წლის მოლოდინები
“ძალიან მწვავე წელი იქნება. ძნელია წინასწარმეტყველება, როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ, ისევ გაგრძელდება პრობლემები სახელისუფლებო გუნდში. მწვავე წელი გველის”.