LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის სამიტს მასპინძლობს

119
11

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით თბილისი ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების (BPO) ინდუსტრიის სამიტს მასპინძლობს.

სამიტში აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან BPO ინდუსტრიის წარმომადგენელი 15-მდე კომპანია მონაწილეობს.

სამიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, დღეს BPO სექტორი არის ინდუსტრია, სადაც მაღალი ხელფასები და ზრდის დიდი პოტენციალია.

„პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ ფართო შესაძლებლობებს და ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, ბიზნესის სიმარტივე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და რაც ყველაზე მთავარია სტაბილურ გარემოს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ხიდურელმა.

სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის სამიტი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და ემსახურება საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაციას. სამიტში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა PodcastAI-ი, GGA Solutions-ი, Nearshore America, Ventures Consulting და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g