LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჩინური ნაწარმის მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს

185
ჩინეთი

23-25 სექტემბერს, თბილისში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ჩინური ნაწარმის გამოფენა გაიმართება.

ღონისძიების მონაწილე 100-მდე კომპანია დამთვალიერებელს სხვადასხვა მომსახურებასა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს.

ღონისძიება რვა მთავარ სექტორს აერთიანებს, ესენია: სამშენებლო მასალა და ტექნიკა, ტექსტილი, სამომხმარებლო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები, სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, ავტო ნაწილები და შრომის უსაფრთხოების პროდუქცია.

გამოფენის ორგანიზატორი კომპანიის, Kanchen International Exhibition Group-ის წარმომადგენლების თქმით, ღონისძიება ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და მის ახალ საფეხურზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

„ვიზიტორებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოონ პროფესიული კავშირები და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალი ბიზნესხედვების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს და ადგილზე გაეცნონ ექსკლუზიურ პროდუქტებს ჩინეთიდან.“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

გამოფენაზე დასწრება უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g