LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დღეს ტყიბულში გარდაცვლილებს გლოვობს – სახელმწიფო უწყებებზე დაშვებულია დროშები

125

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.

6 დაღუპული მეშახტის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

თბილისსა და ქუთაისში პარლამენტების შენობებთან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან დროშები გვიან ღამით უკვე დაუშვეს.

დაღუპული მეშახტეები საკუთრ სახლებში გარდაცვალებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, გვიან ღამით მიასვენეს. მანამდე კი ექსპერტიზა ქუთაისში უტარდებოდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები