LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო EBRD–ის წლიურ შეხვედრაზე ქვეყნის შესაძლებლობებზე ისაუბრებს

128

საქართველო EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის მაისში კვიპროსზე ჩატარდება, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.

საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, წლიური შეხვედრის მონაწილე ბიზნეს წრეების წარმომადგენლების წინაშე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართოს.

როგორც “ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მიეცა საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობის საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

EBRD არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში.

magti 5g