საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია.
ქართველებმა მე-4 შესარჩევ ჯგუფში, ბოლო ტურის მატჩი მასპინძელ უნგრეთთან 2:2 დაასრულა. მატჩის ბედი და ელიტრაუნდის საგზური ბოლო წუთებზე გადაწყდა. სწორედ მაშინ გაიტანეს ჩვენებმა გადამწყვეტი გოლი, თანაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში სლოვაკების მიერ, ასევე ბოლო, მე-80 წუთზე, რუმინეთის კარში გატანილმა გოლმა გვიშველა. საბოლოოდ საქართველომ და რუმინეთმა ჯგუფი 4-4 ქულით დაასრულეს, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა ჩვენ გვქონდა.
ქართველმა ჭაბუკებმა ჯგუფის პირველი მატჩი სლოვაკეთთან დათმეს (3:4), შემდეგ კი რუმინეთს 3:0 მოუგეს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდშია.