LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ენერგოგაერთიანებაში წელს გაწევრიანდება

103

მთავრობისგან დაპირება მივიღეთ, რომ საქართველო ენერგოგაერთიანებაში წელს აუცილებლად გაწევრიანდება, – ამის შესახებ ”ფორტუნას” არასამთავრობო ორგანიზაცია ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ანალიტიკოსმა გიორგი მუხიგულიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობოებმა მთავრობას განცხადებით მიმართეს და დაინტერესდნენ, თუ რა მიზეზით ჭიანურდებოდა ენერგოგაერთიანეაში გაწევრიანება.

”მივიღეთ პასუხი, რომ გამოიყენებენ იმ ვადას, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩადებული. თუმცა, კითხვაზე – თუ რატომ ვერ მოხერხდა შარშან ხელმოწერა და რატომ გადაიდო, პასუხი არ მიგივიღია. თუმცა მივიღეთ დაპირება, რომ საქართველო გახდება ენერგოგაერთიანების წევრი” – განუცხადა ”ფორტუნას” მუხიგულიშვილმა.

თუ რატომ გაჭიანრუდა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს ქართული მხარის მიერ მოლაპარაკებებისთვის მომზადებას უკავშირდება.

”ენერგოგაერთიანების ფარგლებში, სხვადასხვა დირექტივებზეა მოლაპარაკებები, თუ რა პირობებით და დროით უნდა დაინერგოს ეს დირექტივები და სავარაუდოდ, დროში გადაწიეს იმისთვის, რომ ეს დრო მოსამზადებლად გამოეყენებინათ” – აღნიშნა გიორგი მუხიგულიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების ბოლო ვადა სექტემბერია, თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდა, საქართველოს აქვს შანსი უკვე ასოცირების ხელშეკრულების ფორმატში განაგრძოს მოლაპარაკება, თუმცა, უკვე პოლიტიკურ ჭრილში.

”ენერგეტიკული გაერთიანების ფორმატი ასოცირების ფორმატს ჯობს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. ამ ორგანიზაციის წევრობის შემთხვევაში საქართველო ბევრ ბენეფიტს მიიღებს” – აღნიშნა ორგანიზაციის ანალიტიკოსმა.

ენერგეტიკული გაერთიანება 2005 წელს შეიქმნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა მოკავშირე ქვეყნების მიერ, ევროკავშირის შიდა ბაზრის რეგულაციების სამხრეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონში, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, გაფართოების მიზნით. მისი ძირითადი ამოცანებია ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრების შექმნა და ევროკავშირის ბაზართან შერწყმა, ინვესტიციების მოზიდვა ენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა; ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება გარემოს გაუმჯობესება და სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების ხელშეწყობა.

ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად, გაერთიანება წევრ ქვეყნებს სთავაზობს საგანგებო ენერგეტიკულ სიტუაციებში ურთიერთმხარდაჭერის მექანიზმებს; მნიშვნელოვან ფინანსურ და

ტექნიკურ დახმარებას რეფორმების გატარებაში და ინვესტიციების ხელშეწყობას.

magti 5g