ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს უვიზოდ მიმოსვლას ულოცავენ. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ „საქართველო ევროპაა“.
„ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. თქვენ ეს დაიმსახურეთ და დიდხანს ელოდით ამას. დღეიდან მეტი ევროპა იქნება საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. საქართველო ევროპაა“, – აღნიშნავს ლინკევიჩუსი.
ვიზალიბერალიზაციას „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკატეც.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! გილოცავთ“, – დაწერა გრიბაუსკაიტემ.