LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპაში რუმინეთმა არ შეუშვა (ვიდეო)

91

თბილისში ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განმეორებითი შეხვედრა ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან პირველი ტაიმი 3:3 დაასრულა. საბოლოოდ ჩვენი გუნდი 4:7 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველ შეხვედრაში ფრე 2:2 დაფიქსირდა. პლეიოფში გამარჯვებული რუმინეთის ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში პლეიოფში გასვლა პირველად შეძლო. რუმინეთმა კი ევროპის ჩემპიონატის საგზური მეოთხედ მოიპოვა.

საქართველო – რუმინეთი 4:7

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, რონინიო, ბობოხიძე, სებისკვერაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, კაკაბაძე, ლუკავა, თოფურია, კობაიძე, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ფუმასა

 

გოლები: 0:1 ვალადარეში (03:41), 1:1 კაკაბაძე (05:11), 2:1 სებისკვერაძე (06:33), 3:1 სებისკვერაძე (11:35), 3:2 პაულო ფერეირა (12:06), 3:3 სტოიკა (19:59), 3:4 ვალადარეში (21:07), 4:4 კურტანიძე (22:48), 4:5 ვალადარეში (26:34), 4:6 რადუცუ (34:20), 4:7 ვალადარეში (36:43)

 

“წავაგეთ და ამის მიუხედავად, თამაშის შემდეგ ტაშით გაგვაცილეს. წარმომიდგენია, რომ მოგვეგო, რა მოხდებოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული საღამო იყო. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ 3:1-ს ვიგებდით და მიზანთან ასე ახლოს ვიყავით. შეცდომები ჩვენი მხრიდან იყო, სამწვრთნელო შტაბს რაღაც უნდა შეგვეცვალა, მაგრამ პლეი-ოფში პირველად გავედით და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ შეხვედრას ისე ველოდებოდით, როგორც ბავშვი – თოვლის ბაბუას. გასახდელში ბევრი ცრემლი და გულისტკივილი იყო, თუმცა ეს წაგება კიდევ უფრო გაგვაერთიანებს. დიდი ბოდიში მთელს საქართველოს – ვერ გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენგან ხალხი ელოდა” – განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g