LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი ხდება

116
ncts

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდება ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი.

საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია, ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, ევროპის ახალ კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის მეშვეობით მონაცემებს რეალურ რეჟიმში გაცვლის.

ეს ნაბიჯი მოჰყვა 2024 წლის 19 დეკემბერს საქართველოს მიერ წარდგენილ თანხმობას კონვენციებზე შეერთების შესახებ. აღნიშნულ კონვენციებში გაწევრიანებით შესაძლებელი იქნება საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ისლანდია, ნორვეგია, სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია, საერთო ჯამში, 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას. ამასთან, საქართველო გახდება იმ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას ევროკავშირსა და სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის.

აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის გამარტივებული წესები, ისეთები, როგორებიცაა ურთიერთაღიარებული ფინანსური გარანტიები და კონტროლის შემცირება, საგრძნობლად შეუმცირებს დროის/ფინანსურ რესურსს ევროკავშირის, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების ბიზნეს სუბიექტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g