LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპის ენეგრეტიკული გაერთიანების წევრი გახდა

110

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში. საქართველოს ენეგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და ბოსნიის საგარეო ვაჭრობოს და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა მირკო შაროვიჩმა ხელი მოაწერეს საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროტოკოლს, რითაც, მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ოჯახის წევრი გახდა.

“ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ, რომელიც, ენერგეტიკული სექტორისათვის, ევროკავშრთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ტოლფასია. ამ ნაბიჯით, მიუხედევად ხანგრძლივი გაჭიანურებისა, საქართველოს ენერგეტიკა მაინც იწყებს ცივილიზებული დასავლური მოდელისკენ სვლას. ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება უნდა გახდეს ენერგეტიკის სექტორში ეფექტურობის გაზრდის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, საერთაშორისო მხარდაჭერის, მეტი გამჭვირვალობის და ტექნიკური თუ პროფესიული განვითარების საწინდარი,”- განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოში”.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ  ამ პროგრესული ნაბიჯის გადადგმაში დიდია სამინისტროს დამსახურება და იმედოვნებენ, რომ გაწევრიანებს მოყვება სექტორის აქტიური რეფორმირება და მოდერნიზება.

“ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ 26 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მხარდაჭერამ ჩვენთან ერთად ადვოკატირების კამპანიაში მონაწილეობამ, დიდწილად განაპირობა ამ საკითხისადმი სახელმწიფოს მაღალი ყურადღება და საბოლოო დადებითი შედეგი. ვულოცავთ ყველა იმ ორგანიზაციასა თუ დაინტერესებულ პირს, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ენერგეტიკის მოდერნიზაციას და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გავწევრიანების პროცესს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც მათი დაინტერესება და ჩართულობა ხელს შეუწყობს შეუქცევად რეფორმებს.”- განაცხადეს “მსოფლიო გამოცდილება საქართველოში.”

შემდეგი მოსალოდნელი ნაბიჯებია: საქართველოს პარლამენტის მიერ გაერთიანების პროტოკოლის რეტიფიცირება და რეფორმების პრაქტიკული განხორციელების დაწყება. გამოქვეყნდება გაწევრიანების პროტოკოლი და  რეფორმის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია საქართველოში ევროპული კანონმდებლობის და სტანდარტების დანერგვის პირობები და ვადები.

magti 5g