LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა – სალომე ზურაბიშვილი

292
52670802_1219412521552036_3270279397294211072_n

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ყურადღებით ვაკვირდები საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია.ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პირველადი ინფორმაციით, საფრანგეთში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები