LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გარდაიქმნება რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად – ეკონომიკის მინისტრი

71
248721224-4531654333590857-3983414067352101295-n

საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. მან დავალება ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს გასცა. ჩვენ ვიმუშავეთ, დავამუშავეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი და განსაკუთრებით საინტერესოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორი ფინანსური ზონა – დუბაის ფინანსური ცენტრი და აბუ-დაბის სპეციალური ფინანსური ზონა, საიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ჩვენთანაც იყოს გაზიარებული. მაგალითად, თუნდაც, ორიენტაცია ფინტეკზე და უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე საფინანსო სექტორში. აი, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, – განაცხადა თურნავამ.

შეკითხვაზე, რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო გარდაიქმნება რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად, რომელიც ახალი ტიპის ბიზნესებისთვის გაიხსნება, ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნავს ახალ ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g