ღალატით დაფეხმძიმებული ქვეყანა, აი ეს არის საქართველო, – აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” უკრაინის არმიის გამარჯვების ეშინია.
“ვისაც მიშას ციხეში ყოფნა მოგწონთ, რუსეთის მხარეზე ხართ და თქვენთან ერთად ხარობს რუსეთი. ღალატით დაფეხმძიმებული ქვეყანა, აი ეს არის საქართველო. პირველი რისაც ეშინიათ, ეს უკრაინის არმიის გამარჯვებაა. მთელი უბედურება ისაა, რომ არ იციან სად არის გამოსავალი. „ილიადან“ და ჰომეროსიდან დავიწყოთ. შიში იწვევს ასეთის სისულელეების ჩადენას“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
