LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ისევ „წითელ ზონაშია” – რა შემთხვევაში შეძლებთ ბულგარეთში გამგზავრებას

152
shutterstock_1278593806-1000x600

ბულგარეთმა საქართველო ისევ „წითელ ზონაში“ გადაიყვანა. შესაბამის ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

„ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 10 მარტიდან საქართველო გადავიდა “წითელ ზონაში”. საქართველოდან მომავალ პირებს შეეძლებათ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენის შემთხვევაში:

✔️ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

✔️COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

✔️ ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;

ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების (არც ერთი მათგანი) წარდგენის მოთხოვნის გარეშე“, – ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g