ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, 8 ოქტომბერს გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში “ოლიგარქიული წყობის დაშლას” გეგმავს.
ამის შესახებ ნათელაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ „საქართველო იყო ღმერთის აგარაკი და ამ სამოთხეს უნდა მივხედოთ“.
ნათელაშვილი კიდევ ერთხელ სთხოვს ამომრჩეველს, ანდონ ქვეყნის მართვა, რადგან “დღეს არის ქვეყანა, სადაც თუ მოიპარავ ცოტას, დაგიჭერენ ციხეში, თუ მოიპარავ ბევრს დაგნიშნავენ მინისტრად”:
ერთხელ ვთხოვეთ ჩვენ ხალხს, ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა, მაშინ ანდეს ბიძინა ივანიშვილს და ის ქვეყანა გადაიჩეხა უფსკრულში და ჩვენ უკან უნდა ამოვიყვანოთ. ისე მყარად უნდა დავაყენოთ, რომ ვერც ერთმა ავანტიურისტმა, ოკუპანტმა თუ გადამგდებმა ვეღარ შეძლოს მისი დაქცევა.
