LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, სადაც ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში იღებდნენ მონაწილეობას – ციხელაშვილი

85

მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის. ეს არის მართლაც განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის 100 წლის იუბილეს,”- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დამფუძნებელ კრებაში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჯერ დასრულებული არაა და ქვეყნის ტერიტორიების ნაწილია ოკუპირებულია.

“მინდა ავღნიშნო დიდი სიამაყით, რომ მაშინდელ დამფუძნებელ კრებაში ასახული იყო მთელი ქვეყნის ეთნო-დემოგრაფიული სურათი, იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანია ქალები. საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალებს არა თუ ხმის უფლება ჰქონდათ, არამედ თავად იყვნენ არჩეულნი და მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი, ამ მონაპოვარს ჩვენ უნდა გავურთხილდეთ ძალიან სათუთად, მაგრამ ამავდროულად მინდა ვთქვა, ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული. დღეს ათასობით, ათიათასობით ადამიანი კვლავ გამოდევნილია საკუთარი სახლიდან და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი მავთულხლართების ახლოს, თუ მავთულხლართების მიღმა ფაქტობრივად იზოლაციაში ცხოვრობს. ჩვენ გვინდა ვიყუროთ და ვიაროთ მომავლისკენ, იმ ერთიანი დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ, სადაც ჩვენს სახელწმიფოსი თითოეული ეთნიკური ჯგუფის, განურჩევლად სხვათაშორის ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, უფლებები, იდენტობა იქნება დაცული და ჩვენ ვიქნებით ევბროპული და ევროატლანტკური სივრცის წევრი, რაც ჩვენი ისტორიული ადგილია,”- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა მოსახლეობას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, გასული საუკუნის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის უდიდესი მიღწევა იყო.

“დღეს გვაქვს ის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელსაც ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე. მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არა მხოლოდ საქართველოსთვის და არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთოდ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს მას ყოველდღიურად უნდა შევმატოთ რამე ახალი. რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენს სამხედროს ვულოცავ ამ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე იქნება დამატებითი ენერგიის მომტანი ჩვენს შრომაში და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული,” – განაცხადა გახარიამ.

 

mazda magti 5g