LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა“ – დიმიტრი ხუნდაძე

128
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„ევროპა საქართველოს ისტორიული ოჯახია და სწორედ ამიტომ თითოეული ჩვენგანისთვის მტკივნეულია დღევანდელი ევროპიდან უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები. დემოკრატიული საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

როგორც ფეისბუკპოსტში ხუნდაძე აღნიშნავს, „საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა“.

„დღეს ევროკავშირის დაარსების დღეა და საქართველოსა და ევროპას შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.

ვიდეო: ევროკავშირის ელჩი საქართველოს ევროპის დღეს ქართულად ულოცავს

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს არის, თარიღი, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა. ჩვენი ევროპასთან ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის, მჭიდრო თანამშრომლობა კი მე-19 საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა თავად ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში.

თითქმის ყველა დარგის უდიდესი მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ მოაზროვნე მოღვაწეობდა ევროპაში და ქმნიდა ქართულ-ევროპულ ისტორიას. ასე გრძელდება დღესაც და გაგრძელდება მომავალშიც. ევროპა საქართველოს ისტორიული ოჯახია და სწორედ ამიტომ, მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი ევროპიდან უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები.

დემოკრატიული საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა. ევროპული ღირებულებები, დემოკრატია, სხვისი უფლებების დაცვა და ტოლერანტობა ქართველების ისტორიული კუთვნილებაა, ეს ჩვენი ეროვნული ფასეულობებია და შეუძლებელია ვინმემ იმაზე უკეთ გვასწავლოს ეს, ვიდრე ჩვენმა ისტორიამ.

სწორედ ჩვენი დიდებული ისტორიით დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს და განვაგრძობთ ღირებულებებით თანაცხოვრებას ისე, როგორც ეს იყო წარსულში. ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება ძლიერი ქართულ-ევროპული სახელმწიფო, სადაც ახალი მსოფლიოს ახალ პოლიტიკას სულ სხვა დატვირთვა ექნება.

ევროპის დღეს ვულოცავ  ევროპას და მის განუყოფელ ნაწილს – საქართველოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g