LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს

116
ილია-დარჩიაშვილი-საგარეო-საქმეთა-მინისტრი-768x445

ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, კითხვარის მეორე ნაწილს საქართველო ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი დარჩიაშვილმა განაცხადა:

“დღეს გაიმართა მორიგი სამთავრობო ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა.

საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას.

10 მაისისთვის ვგეგმავთ, საქართველომ ევროკომისიას გადასცეს კითხვარის მეორე ნაწილი”, – განაცხადა მინისტრმა.

მან მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქვთ იმედი, საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები:

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და მომავალში ჩავატარებთ, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცედურას”, – თქვა მინისტრმა.

პოპულარულები