LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა პაპუაშვილი

146
d (9)

“საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში”, – წერს სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას უსწრებს.

“ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.

საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა – მთავრობის ადმინისტრაცია

კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს.

ეს კვლევა, ისევე როგორც იანვარში ევროკომისიის მიერ გასაჯაროებული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საბოლოო შეფასებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

Heritage Foundation-ის 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და “მეტწილად თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფიდან “ზომიერად თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68,7-ია და 2023 წლის ინდექსში შემავალი 176 ქვეყნის სიაში 26-დან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის საქართველო 21-ე ადგილზეა, გასულ წელს კი მე-18 ადგილს იკავებდა.

12 ქვეკატეგორიიდან საქართველოს მონაცემები გაუმჯობესებულია შრომის თავისუფლების და ფინანსური თავისუფლების ნაწილში, 8-ში გაუარესებულია. კლებაა მაგალითად, სასამართლოს ეფექტურობის, ბიზნესის თავისუფლების, ვაჭრობის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ნაწილში.

ინდექსში 1-ელ ადგილს იკავებს სინგაპური. ასევე, სრულად თავისუფალი ქვეყნების რიცხვში არიან : შვეიცარია, ირლანდია და ტაივანი.

საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზე გავიდა – ფინანსთა სამინისტრო

magti 5g