LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა – მთავრობის ადმინისტრაცია

145
Panoramic view of Tbilisi, Georgia

მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის – “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” კვლევის მიხედვით, “მთავრობის კეთილსინდისიერების” ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციას ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, 2023 წელს საქართველო “მთავრობის კეთილსინდისიერების” ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს.

საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზე გავიდა - ფინანსთა სამინისტრო

დაცულობის და უსაფრთხოების რეიტინგის ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა.

“საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა);
• Risk of bribery (მექრთამეობის რისკი);
• Control of corruption including “capture” of the state by elites and private interests. (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის).

2022 წელს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9% აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა”, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g