ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოების განწყობის შესახებ კვლევის უახლეს შედეგებს აქვეყნებს.
კვლევა მოიცავს 2022 წლის 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის მიმართულება და დემოკრატია, ეროვნული გამოწვევები, პოლიტიკური კურსი, ეკონომიკა და სხვა.
ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
მონაცემები ასე გადანაწილდა:
საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება – ფიქრობს გამოკითხულთა 23 %;
საქართველო საერთოდ არ იცვლება – ფიქრობს 29 %;
საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – ფიქრობს 44 %.
თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მონაცემები ასე გადანაწილდა:
აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს.
„საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად, ყველაზე დიდი ალბათობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მიიჩნევენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის.
მონაცემები შედარებულია 2021 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებთან.
უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის ადრე იყო მისაბაძი, მაგრამ ბოლო წლებში აღარ არის.
ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა: NDI