ალექსანდრე ზაზარაშვილი თავის პირველ სოლოკონცერტს აანონსებს თბილისში. კონცერტი 10 მაისს გაიმართება.
ალექსანდრე წერს:
„საქართველო, მოვდივარ! ჩემი პირველი სოლოკონცერტი თბილისში…
დავიწყეთ ამერიკით, და უკვე, ჩემი ლამაზი ქვეყნის, ლამაზ დედაქალაქში გადმოვინაცვლეთ!
10 მაისი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება!
რამდენ შტატში ჩავატარეთ ეს კონცერტი და ასეთი გახარებული მგონი არც ერთზე არ ვყოფილვარ.
ერთი სული მაქვს ყველას ჩაგეხუტოთ და მოგეფეროთ!
ბილეთების ლინკი კომენტარებში, ადგილები სამწუხაროდ შეზღუდულია…“
