LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი გახდა (ფოტო)

606
OLG-0061

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, წელს რიგით მესამე მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ჩატარდა. მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივნის, არი კუპიევცკის ხელმძღვანელობით 4 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი მედიცინის დარგის პედაგოგთათვის, “teach the teacher”-ის პროგრამის გაცნობა, დარგის პოპულარიზაცია და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გაზიარება იყო.

კონგრესის ფარგლებში საქართველოს დელეგაციები მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან რუსეთიდან და უკრაინიდან ესტუმრნენ. წელს საქართველო მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი გახდა.

კონგრესს, რომელიც 3 -4 ნოემბერს გაიმართა, 400-მდე ექიმი დაესწრო. მომხსენებლები მსოფლიოს წარმატებული და გამოცდილი პროფესორები იყვნენ, რომლებიც ევროპის წამყვან უნივერსიტეტში კითხულობენ ლექციებს.

პირველი ლექცია თურქმა პროფესორმა ზაფარ ჩეხრელმა, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), ჰაჩეტეპეს უნივერისიტეტის(თურქეთი) პროფესორმა და სტომატოლოგიური ტრავმატოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორმა წაიკითხა. საერთო ჯამში 11 მომხსენებელი იყო, აქედან 8 ქართველი, დარგის წამყვანი სპეციალისტი.

 

magti 5g