LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე.. ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო, მომენატრე“ – გარდაცვლილი ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური მიმართვა და ფოტო

603
ing (1)

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის მეუღლე ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ორი წლის წინ გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურად მიმართავს.

ნიკა ქაცარიძის მეუღლე: „რომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი განელდებაო, სიმართლე არ ყოფილა. თავიდანვე ვუთხარი, რომ მამა ცაში გაფრინდა, მაგრამ ჯერ ვერ აანალიზებენ, ეს რას ნიშნავს…“

„ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ, შენ იქ. ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-მეთქი. ისევ უხმოდ გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი, ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა.

შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე. ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო, მომენატრე ნიკა“, – წერს ნინო ბერიძე და ნიკა ქაცარიძის საფლავთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 

ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს მე აქ შენ იქ ?ბევრი გისაყვედურე ?უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვეთქო ?…

Posted by ნინო ბერიძე on ხუთშაბათი, 04 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, 43 წლის მსახიობი ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

„ჩვენი ქორწინების მეშვიდე წელი მტკივა!!! ცრემლები მახრჩობს, რომლებიც ჩვენმა შვილებმა არ უნდა ნახონ…“ – ნიკა ქაცარიძის მეუღლის სულისშემძვრელი პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები