რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია fortuna.ge-ს რუსთაველის თეატრში დაუდასტურეს. ამბავი მისი გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ნონა დათეშიძემ გაავრცელა და დაწერა: „ნიკა, როგორ მატკინე გული, ვერ ვიჯერებ, შოკში ვარ…“ როგორც წერენ, ის გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
ნიკა ქაცარიძეს არაეთი როლი აქვს შესრულებული რუსთაველის თეატრში, მათ შორისა სპექტაკლები:
უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ ( სერ ტობი ბელჩი) რეჟ. რობერტ სტურუა; ლაშა ბუღაძის კომედია „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“ (დაცვის ბიჭი – ენრიკო) რეჟ. რობერტ სტურუა; დავით კლდიაშვილის ტრაგიკომედია „დარისპანის გასაჭირი“ (ხელოსანი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ზაზა პაპუაშვილი; არჩილ სულაკაურის ზღაპარი „სალამურა“ (მეფე) რეჟისორები რობერტ სტურუა რევაზ ჩხაიძე, დავით კვირცხალია; ნედიალკო იორდანოვის „გონზაგოს მკვლელობა“ (მოკარნახე) რეჟ. გოშა გოშაძე; ჟან დელი, ჟერალდ სიბლეირასი „გაუმარჯოს ბუშონს“ (ნიკოლა) რეჟ. იოსებ ბაკურაძე; ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ (მეფარნე) რეჟ. გიორგი თოდაძე; თომას ბერნჰარდი „სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher“ (მედუქნე) რეჟ. ქრისტიან პაპკე;
მონაწილეა სპექტაკლებისა „მალე მოვალ წვიმად“ , „ჯადოსნური ღამე“.