LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაზარე ყოველ დღე იღებს ტელეფონს და გირეკავს, გიყვება ამბებს და სჯერა, რომ დაბრუნდები“ – მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

239
ი7ყი76ი7ყი

მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

ტრაგიკულ თარიღს სოციალურ ქსელში ნიკას მეუღლე, ნინო ბერიძე ემოციური სტატუსით ეხმაურება.

„ერთი წელი უშენოდ, ტკივილით და ცრემლებით სავსე წელი, მძულს ეს დღე, ეს დილა გაუხარელი. ჩემო გაუხარელო ნიკა, როგორ გვაკლიხარ ნეტა იცოდე, ლაზარე ყოველ დღე იღებს ტელეფონს და გირეკავს, გიყვება ამბებს და სჯერა რომ დაბრუნდები, გეუბნება:

„მამა მალე მოდი, რატომ არ მოდიხარ, მე ხომ მომენატრე” ჩემი გული ვეღარ უძლებს ამდენს, ბედისწერამ რატომ გაგიმეტა ასე?

იმხელა სითბო და სიყვარული დატოვე ამ მოკლე ხანში, რომ დღესაც შენი სახელით ვცხოვრობთ, მეხმარებიან და გვერდით მიდგანან ნათესავები, მეგობრები და მსახიობები. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას!!! არ ჩამოვთვლი მათ სახელებს, რადგან არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მადლობა ყველას მხარში დგომისთვის, პირველ რიგში, ნიკასი და მერე მისი ოჯახის დაფასებისთვის.

შენ კი ჩემო გაუხარელო სიყვარულო, მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, სადაც მართალნი განისვენებენ, ილოცე შენი შვილებისთვის, ჩვენო ანგელოზო, ამინ!“ – წერს ნინო ბერიძე და ფოტოებს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები