LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ქაცარიძის მეუღლე: „რომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი განელდებაო, სიმართლე არ ყოფილა. თავიდანვე ვუთხარი, რომ მამა ცაში გაფრინდა, მაგრამ ჯერ ვერ აანალიზებენ, ეს რას ნიშნავს…“

318
ნიკა ქაცარიძე და მისი მეუღლე

მსახიობ, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორ უმკლავდებიან ის და მისი შვილები ნიკას გარდაცვალებას…

„რომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი განელდებაო, სიმართლე არ ყოფილა. პირიქით, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია ნიკას გარეშე, მით უფრო დიდ ტკივილს ვგრძნობ გულში. ნიკას გარდაცვალებიდან პირველი პერიოდი შოკში ვიყავი, ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მერე, როცა ჩვენ გარშემო ხალხი დაიფანტა და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი ნიკას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მე და ჩემს შვილებს ძალიან გვჭირდება მისი გვერდით ყოფნა, შვილებს ძალიან აკლიათ მამა. განსაკუთრებით რთულია ახალი წლის დღეები, 5 იანვრის მოახლოება…

ვცდილობ, შვილებს ეს დანაკარგი შევუმსუბუქო. არ მინდა, მათ ჩემი ცრემლები და ტკივილი დაინახონ. სახე რომ შემეცვლება ხოლმე, მაშინვე მეუბნებიან – დედა, რატომ მოიწყინე, მამა გენატრება? ჩვენც გვენატრება… რაც შემიძლია, ვცდილობ, დავიცვა ისინი ტკივილისგან.

მიჭირს ამ თემაზე მათთან საუბარი. ჯერ ძალიან პატარები არიან და ვერ გაიაზრეს, რა ხდება. თავიდანვე ვუთხარი, რომ მამა ცაში გაფრინდა, მაგრამ ჯერ ვერ აანალიზებენ, ეს რას ნიშნავს. უფროსი ხშირად მეუბნება: აბა, მაჩვენე მამას ტანსაცმელები თუ გვაქვს გარდერობშიო. ალბათ, ფიქრობს, თუ ტანსაცმელი ისევ თავის ადგილას გვაქვს, მამა დაბრუნდება და ამიტომ ხშირად ამოწმებს. მეც არაფერს ვცვლი.

რაც შეეხება ნიკას დედას – ნელი კიდევ უფრო განიცდის ამ ყველაფერს. დედისთვის შვილი ყველაზე დიდი ტკივილია. ისიც გულში იკლავს ბავშვების გამო, მაგრამ მის ჯანმრთელობაზე აისახება ეს განცდები. ნერვიულობაზე შაქარი შეიძინა და არ არის კარგად.

ერთმანეთს ვანუგეშებთ. ვცდილობთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვდის. მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა გვაძლებინებს ამ დარდისთვის. არავინ თქვას, რომ ასეთი ტკივილი დაგავიწყდება ან გაგინელდება. ის სულ შენს გულშია, უბრალოდ, სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. რამდენ ხანსაც აიტანს შენი ორგანიზმი, რამდენ ხანსაც გასტანს შენი ჯანმრთელობა, იმდენ ხანს ცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად“.

“მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო, როგორიც მამიკოს უნდოდა” – ნიკა ქაცარიძის მეუღლე შვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

„შენ ჩვენი შვილების ლამაზი სამყარო მაჩუქე“ – ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური პოსტი

ნიკა ქაცარიძის აუსრულებელი ნატვრა და უკანასკნელი საჩუქარი ცოლისთვის: „ჩემი გაოცება უყვარდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g