LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე” – ნატოს გენ. მდივნის მოადგილე

109

“საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა ვიდრე მანამდე” – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა განაცხადა, რომელმაც საგარეო უწყებაში, მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან გამართა შეხვედრა. მისი თქმით, ნატო დაეხმარება საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად.

როუზ გიოტმიოლერმა საერთაშორისო მისიებში, საქართველოს მონაწილეობას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ავღანეთში ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

მან ასევე რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„სურვილი მქონდა ქართულად მომემართა თქვენთვის, მაგრამ არ შემიძლია, ამიტომ ინგლისურად უნდა მოგმართოთ. ჩვენ დაგეხმარებით წევრობისთვის მოსამზადებლად. თქვენ ყველაზე დიდი შემომტანი ხართ ავღანეთში.

მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. ბატონმა დავითმა მოგვაწოდა ინფორმაცია არსებულ პრობლემებზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვგეგმავთ 3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრას. არსებითმა პაკეტმა ბიძგი მისცა თავდაცვის რეფორმებს. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ მოძრაობა ამ მიმართულებით. ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები.

ჩვენ ვმუშაობთ გაცილებით მჭიდროდ საქართველოსთან, ვიდრე მანამდე. საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე,“ – განაცხადა როუზ გიოტმიოლერმა.

საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე დღეს დილით ეწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g