“საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით”,- ასე აფასებს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ფრანგული გამოცემა Le Figaro.
ფრანგული მედიის ცნობით, ფრანკოფონია საქართველოს ახალ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს “უფხო” და ივანიშვილის „ხელის ბიჭად“ მოიხსენიებს.
„რუსეთმა კარგა ხანია დაკარგა 3,7 მილიონი საქართველოს მოქალაქის სიყვარული. 2021 წელს კი ქვეყანა ახალმა კრიზისმა მოიცვა. ეს მორიგი ტალღაა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო. საუბარია რუსეთის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტზე თბილისში, რომელიც პარლამენტში, სპიკერის სკამზე დაჯდა. აღნიშნულმა მოვლენამ საქართველოს მოსახლეობა განარისხა, ისინი თვლიან, რომ რუსეთს საქართველოს მიწების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს“,-წერს Le Figaro.
