ეკონომიკის მინისტრმა გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაანონსა. ამ პროექტის გარდა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ქვეყანაში „მწვანე წყალბადის” ტექნოლოგიის განვითარებაც განიხილება.
„ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით წინა ხაზზე და საქართველო არის ის ადგილი, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება პირველად ხვდება ჩვენს რეგიონში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.