LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ დახურული 1-ელ იანვრამდე დარჩება

113
121189873-10157385430772483-749686557986457430-o-640x436

საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ არსებულ აქტიურ NOTAM-ში მორიგი კორექტირება შეიტანა, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ დახურული 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარჩება.

უფრო კონკრეტულად კი, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (31.12.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);

დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);

ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);

ათენი (ICAO-ს კოდი LGAV);

ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);

ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);

ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);

მილანი (ICAO-ს კოდი LIME);

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);

კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);

ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);

დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).

ცნობისთვის, NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება: ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g